Overthinking - ეს ინგლისური ტერმინი უბრალოდ ქართულად, რომ გადავთარგმნოთ ნიშნავს ზედმეტ ფიქრს. ადამიანური ხასიათების, ემოციების, სურვილებისა და გრძნობების გათვალისწინებით ჩვენი ცხოვრება სავსე არის დასახული მიზნებითა და ყოველდღიური საჭიროებებით, ყოველ ნაბიჯს წინ სდევს ფიქრები და სიტუაციის გაანალიზება - რა შეიძლება მოჰყვეს კონრეტულ ქმედებას ? ღირს თუ არა ამის განხორციელება ? ხშირად ტვინში კონრეტულ შემთხვევას მოჰყვება ყველა შესაძლო შედეგის განხილვა, შემდგომ ამ შედეგების შედეგების განხილვა და ვიღებთ ჩვენს ცნობიერებაში აწყობილ არარეალურ დროის ხაზს, წინასწარ განჭვრეტილი მოვლენების ჯაჭვს ანუ უბრალოდ ზედმეტ ფიქრებს. ტვინს, ასეთ მდგომარეობაში, არ შეუძლია ეს ფიქრები გარდაქმნას ქმედებებად ან დადებით შედეგებად, რაც ბუნებრივად ჰქმნის სტრესულ განწყობას და იწვევს დეპრესიას. დეპრესიას მივყავართ მავნე ჩვევებამდე და სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებამდე.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი. დავუშვათ ადამიანი სწავლობს უნივერსიტეტში და ემზადება სემესტრის ფინალური გამოცდისთვის. ეს გამოცდა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მისთვის მომზადება შრომატევადია. სტუდენტი მის წინაშე პრობლემაზე იწყებს ფიქრს:
- აუ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლია და რთული მასალაა, შევძლებ კი მომზადებას ?
- რომ ვერ მოვემზადო კარგად მერე რა იქნება ? იქნება ლექტორმა გვიჯიგროს და ადვილი საკითხები შემოიტანოს, ან გამიმართლოს და რასაც ვისწავლი ის შემხვდეს, ან სხვა სტუდენტმა წინა სესიიდან გამოიტანოს მასალა და მეც იგივე შემხვდეს.
- აუ არა, მე ხო ბედი არა მაქვს, უეჭველი ჩავიჭრები. რომ ჩავიჭრები სემესტრი დამემატება და მერე შეიძლება ფულიც კი ვერ გადავიხადო და უნივერსიტეტიდან გამრიცხონ, კარგ სამსახურზე და ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაზე ოცნებაც კი დამთავრდება.
დაახლოებით ესეთი აზრები "გენერირდება" ადამიანის ტვინში. მის წინაშე პრობლემაა, უნდა იმეცადინოს და წარმატებით დაამთავროს, მაგრამ ეს კონკრეტული ფიქრები მას არ ასვენებენ. შესაძლო შედეგებიდან ფიქრობს უარესზე, რადგან ირთვება ტვინის თავდაცვითი ფუქნცია. ეს ყველაფერი იწვევს სტრესს და დეპრესიას, რის ფონზეც კონცენტრაციის შენარჩუნება და მუშაობა ძალიან რთულია და არის ალბათობა რომ ის "საშინელი" შედეგები რაც წინასწარმა ფიქრებმა შექმნა რეალობაში ახდეს. ეს არ ეხება მარტო სწავლას ან მუშაობას, ექვივალენტური პრობლემა შეიძლება დაგვიდგეს პირად ცხოვრებაშიც - ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, შეყვარებულთან ან ახლადგაცნობილ პირთან ურთიერთობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფინანსური პრობლემების გამო, სპორტული მოვლენებისადმი ემოციური კავშირისა და სხვა მრავალ სიტუაციაში. ეს ყოველივე იწვევს სტრესს და თუ ვერ გავუმკლავდით, ისეთ ვერაგ ჯანმრთელობის პრობლემას, როგორიც არის დეპრესია.
როგორ შეიძლება სტრესთან გამკლავება ? არსებობს ფსიქოთერაპიული მეთოდები, ასევე სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ნერვებს აწყნარებენ, ცვლიან ტვინის ბიო-ქიმიურ პროცესებს და შესაბამისად ნაკლებად იციკლება ადამიანი ზედმეტ ფიქრებზე. ყველაზე ოპტიმალური მეთოდი ალბათ საკუთარი თავის ხელში აყვანა და რეჟიმში ჩადგომაა - უნდა დაკავდე სასურველი აქტივობებით, რომლის დროსაც ბედნიერების ჰორმონი გამოგეყოფა, ტვინს არ უნდა მისცე მოდუნების საშუალება და idle მდგომარეობაში ყოფნა. ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდირებული საშუალება არის ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობები, რომლის დროსაც კონცენტრირებულიც ხარ და პლუს სხეული არასასურველი ტოქსინებისგან იწმინდება.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცხოვრებაში რა ამბიციაც გვაქვს, ამ ამბიციის რეალიზებისათვის და მიზნის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი და მოვეშვათ არარეალურ და წინასწარ ფიქრებს, დავკავდეთ იმ აქტივობებით რაც გვიყვარს და ბედნიერებას გვანიჭებს, არ მივცეთ ტვინს უფლება ჩაგვითრიოს საშინელებების მორევში. ესეთი მიდგომა პირველ რიგში ადეკვატურობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ასევე არასასურველი სამედიცინო ჩარევის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება.
No comments:
Post a Comment